ავტორი:
მთავარეპისკოპოსი ზოსიმე
თემა:
ბიბლია
შეეცადე, რომ სახარება შეითვისოს შენმა გულმა და გონებამ, ისე, რომ გული და გონება შენი განიფინოს
შეეცადე, რომ სახარება შეითვისოს შენმა გულმა და გონებამ, ისე, რომ გული და გონება შენი განიფინოს მასში, მაშინ შენი მოქმედებაც უფრო სახარების მიხედვით აეწყობა და ქვეყნიური ცხოვრებაც უფრო დაწყნარებული გექნება.
არასოდეს შეეცადო, ძმაო, სახარების, ან სხვა წიგნების შენით ახსნა-განმარტებას. გახსოვდეს, რომ წმიდა წერილი წმიდა წინასწარმეტყველებისა და მოციქულთა მიერ არა თავიანთი ნებით, არამედ სულიწმიდის ჩაგონებითა და კარნახით (2 პენრ. 1.21) განა არ იქნება დიდი უაზრობა და დიდი უგუნურება ჩვენით მისი ახსნა-განმარტება? სულიწმიდით განმბრძნობილი ადამიანების მიერ ჩაწერილი წმიდა წერილის ახსნა-განმარტება მოხდა ისევ სულიწმიდით წმიდა მამათა მიერ. გახსოვდეს, რომ ღვთის სიტყვაცა და მისი განმარტებაც უდიდესი მადლია სულიწმიდისა. მხოლოდ წმიდა მამათა ახსნილსა და განმარტებულ სიტყვას იწონებს და იღებს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია და მისი ჭეშმარიტი წევრი. ვინც ცდილობს თვითნებურად ახსნას სახარება და წმიდა წერილი, ის ამით უარყოფს სულიწმიდის მიერ წმიდა მამათა პირით განმარტებულს, რითაც უარყოფს თვით საღვთო წერილს. ამიტომ, საყვარელნო, უნდა გამოვიჩინოთ დიდი სიფრთხილე წმიდა წერილის კითხვისას. ყოველი სიტყვა, ყოველი დარიგება ისე უნდა იქნეს გაგებული, როგორც გვიხსნიან წმიდა მამანი. მაგრამ თუ მაინც გაუგებარია იგი, როგორ უნდა მოიქცეს ჭეშმარიტების მაძიებელი? საჭიროა მან მოიძულოს ცოდვილი ცხოვრება, ქვეყნიური გატაცებანი და მაშინ, როცა განიწმიდება კაცი, უფრო მეტად გაცხადდება მისთვის ჭეშმარიტება სახარებისეული.

|