
ავტორი:
ილია II
თემა: შობა, ღვთის განკაცება, ღვთის სიყვარული ადამიანისადმი
შობა ქრისტესი - ესაა დღესასწაული მშვიდობისა და თავგანწირული სიყვარულისა, ესაა დღესასწაული ღვთისა და ადამიანის ერთიანობისა; ესაა დღესასწაული, როდესაც ადამიანმა ღმერთი არა მარტო სულიერად იხილა, არამედ ხორციელადაც; როდესაც კაცობრიობის წინაშე გაიხსნა ზემიწიერი ნათელი ღვთიური გონებისა, იმ გონებისა, რომელმაც შექმნა სამყარო თავისი რთული კანონებით.