
ავტორი:
ილია II
თემა:
შობა
ქრისტეს შობის ღამეს ბეთლემის ზეცას მოეფინა ანგელოზთა სადღესასწაულო გალობა: დიდებაჲ მაღალთა შინა
ქრისტეს შობის ღამეს ბეთლემის ზეცას მოეფინა ანგელოზთა სადღესასწაულო გალობა: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქვეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ (ლუკა 2,14). დღეს ეს დიადი ქებათა ქება კვლავაც ისმის სამყაროში და ქრისტიანთა გულებს ავსებს უსაზღვრო სიხარულით, რომლის არსიც წმ. მოციქულმა იოანე ღვთისმეტყველმა ასე გამოხატა: და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის... სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა (იოანე, 1,14).