ავტორი:
ილია II
როგორი ურთიერთდამოკიდებულება იყო დამყარებული ღმერთსა და ადამიანს შორის? ადამიანის სულს თავისი საზრდო
როგორი ურთიერთდამოკიდებულება იყო დამყარებული ღმერთსა და ადამიანს შორის? ადამიანის სულს თავისი საზრდო უნდა ეპოვა ღმერთში, და ღვთით ეცხოვრა, ხოლო ადამიანის სხეული უნდა დაქვემდებარებოდა სულს, - ასეთი იყო ადამიანის უკვდავი ბუნების თავდაპირველი სახე.
კარგავს რა ღმერთს, ადამიანის სული იწყებს საზრდოობას თავისივე ფიზიკური სხეულით, საიდანაც წარმოდგებიან ვნებები, ხოლო სხეული, რომელიც იძულებულია გარე სამყაროში - უსულო და მკვდარ მატერიაში - ეძიოს საზრდო, შედეგად მხოლოდ სიკვდილს პოულობს და ადამიანის სრულყოფა ირღვევა.