
ავტორი:
ილია II
თემა:
ცოდვა
რა შეიძლება იყოს სინათლეზე უფრო სასიამოვნო? მისკენ ისწრაფვის ყოველი ცოცხალი, მისით არსებობს, მისით
რა შეიძლება იყოს სინათლეზე უფრო სასიამოვნო? მისკენ ისწრაფვის ყოველი ცოცხალი, მისით არსებობს, მისით ხარობს. მაგრამ, როცა სინათლის სხივი სნეულ თვალს მოხვდება, აღიზიანებს და მწვავე ტკივილს იწვევს. ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც; მშვენივრად ბრძანებს ამის შესახებ უფალი იესო ქრისტე: ნათელი მოვიდა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი, რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ. რამეთუ ყოველი რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა, რაჲთა არა ემხილნენ საქმენი მისნი (იოანე 3,19-20).