ავტორი:
ილია II
ურწმუნონი სულიერ სამყაროს ხშირად ილუზიებს უწოდებენ და სვამენ კითხვას: პრაქტიკულ შემოწმებას
ურწმუნონი სულიერ სამყაროს ხშირად ილუზიებს უწოდებენ და სვამენ კითხვას: პრაქტიკულ შემოწმებას დაუქვემდებარებელი წარმოსახვითი სამყარო რატომ იმსახურებს ზოგიერთების არათუ რწმენას, არამედ პატივისცემასა და თაყვანისცემასო? ("ფილოსოფიური საკითხები", 1987, მ.II, გვ.119).
საზოგადოების ერთი ნაწილი კი რელიგიურობას მისაღებად თვლის მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთ ადამიანებში ფსიქოლოგიურად დადებითი ემოციები სჭარბობს. მორწმუნენი შინაგანად დაცულნი და მშვიდნი არიან; მოქმედებენ დარწმუნებით და ავლენენ ცხოვრების წინააღმდეგობათა დაძლევის მეტ უნარს. დიახ, ეს ასეა; მაგრამ ამის მიზეზი რეალური ყოფიდან განდგომა კი არ არის, როგორც ჰგონიათ, არამედ აბსოლუტურ ჭეშმარიტებასთან, სულიერ რეალობასთან მიახლოება.