წმ. ილია მართალი
თემა: ერი

დედავ ღვთისაო! ეს ქვეყანა შენი მხვედრია... შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულს ხალხსა; სამღრთოდ

დედავ ღვთისაო! ეს ქვეყანა შენი მხვედრია...
    შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულს ხალხსა;
    სამღრთოდ მიიღე სისხლი, რომელ ამ ხალხს უღვრია,
    ჩაგრულთ სასოო, ნუ არიდებ მოწყალე თვალსა!
    რაცა ტანჯულა ეს ქვეყანა, ტანჯვად ეყოფა,
    მოეცი ძალი დავრდომილსა კვლავ აღდგომისა,
    სახელოვანი განუახლე წარსულთ დღეთ ყოფა,
    მამაპაპური სული, გული მოჰმადლე შვილსა.
 
0