
ავტორი:
წმინდანთა ცხოვრება
წყარო:
წმინდანთა ცხოვრება
თემა:
სასწაულები
ღირსი მარკიანეს ცხოვრებისეული სასწაულები
ღირსი მარკიანეს ცხოვრებისეული სასწაულები
ღირსმა მარკიანემ უფლისგან საკვირველქმედების ნიჭი მიიღო. ერთხელ მან ჯვარი გადასახა კელიაში შემოსრიალებულ გველს და ქვეწარმავალი ცეცხლმა შემუსრა; ღამით, როცა წმიდანი კითხულობდა, მას ზეციური ალი უნათებდა, საძმოს შესაწევნელად მრავალ სხვა სასწაულსაც აღასრულებდა ღირსი მამა.