
ავტორი:
წმინდანთა ცხოვრება
წყარო:
წმინდანთა ცხოვრება
თემა:
მართლმადიდებლობა
ამრიგად, ჩვენ ვერაფერს მივაღწიეთ!
ამრიგად, ჩვენ ვერაფერს მივაღწიეთ!
1437 წლის ბოლოს მარკოზ ეფესელი სხვა ბერძენ ეპისკოპოსებთან ერთად ფერარო-ფლორენციის კრებაზე გაემგზავრა. მართლმადიდებელი მღვდელმთავრები ვარაუდობდნენ, რომ ქრისტიანული აღმსარებლობის საერთო ბეჭდის გამყალბებელი კათოლიკები ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცეოდნენ და ღვთის სადიდებლად მართლმადიდებელ ძმებს შეუერთდებოდნენ, მაგრამ მათი იმედი ამაო გამოდგა. კრებაზე, რომელიც ჯერ ფერარაში, შემდეგ კი ფლორენციაში მიმდინარეობდა, სადაო საკითხებზე გულწრფელი მსჯელობა არ გამართულა. ლათინები თანდათან მუქარასა და დაშინებაზე გადავიდნენ და მოწინააღმდეგე მხარეს სიტყვის თქმის უფლებაც კი წაართვეს. ისინი ცდილობდნენ, ესარგებლათ ბერძენთა ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობით და სრული საეკლესიო კაპიტულაცია მიეღოთ მათგან. მიაღწიეს კიდეც მიზანს: მოუძლურებულმა ბიზანტიელმა მღვდელმთავრებმა სინდისის ქენჯნითა და ტანჯვით, ლათინებისგან სამხედრო და ფინანსური დახმარების მიღების ფუჭი იმედით გაყიდეს მართლმადიდებლობა, კათოლიკური მრწამსი მიიღეს და ლათინებთან სამარცხვინო უნია შეკრეს. ერთადერთი, ვინც ვერ მოტეხა ფარულმა და აშკარა მტერმა, მარკოზ ეფესელი იყო. იგი აცხადებდა: "არ შეიძლება არსებობდეს საშუალო ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის”, "ეკლესიის საქმე ვერასოდეს გადაწყდება კომპრომისების გზით”.
როცა კარდინალებმა პაპ ევგენი IV-ს საზეიმოდ აახლეს ბერძენ წარმომადგენელთა მიერ ხელმოწერილი უნიის აქტი, მან მაშინვე იკითხა, მოაწერა თუ არა ხელი მარკოზ ეფესელმაო, და, როცა მისი ხელმოწერა ვერსად ნახა, თქვა: "”
როცა კარდინალებმა პაპ ევგენი IV-ს საზეიმოდ აახლეს ბერძენ წარმომადგენელთა მიერ ხელმოწერილი უნიის აქტი, მან მაშინვე იკითხა, მოაწერა თუ არა ხელი მარკოზ ეფესელმაო, და, როცა მისი ხელმოწერა ვერსად ნახა, თქვა: "”