image

გაბრიელმა ამხილა ვაიქართველი მუხრანსკი, რომელიც წერდა

გაბრიელმა ამხილა ვაიქართველი მუხრანსკი, რომელიც წერდა

მეუფე გაბრიელი ერთ-ერთი მხურვალე დამცველი იყო ქართული ენისა, რომელიც XIX საუკუნეში, საუბედუროდ, გადაგვარების მომაკვდინებელი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ის გაბედულად ებრძოდა ყველას, ვინც ეჭვქვეშ აყენებდა მშობლიური ენის არსებობის აუცილებლობის საკითხს. ამ მიზნით დაწერა მრავალი წერილი და ქადაგება. მან ამხილა ვაიქართველი მუხრანსკი, რომელიც წერდა, რომ მცირე ერები, მათ შორის ქართველებიც, "დიდ" ხალხში გათქვეფის აუცილებლობას ვერ აცდებოდნენ, და რაც უფრო მალე მოხდებოდა ეს მოვლენა, მით უკეთესი იყო. "რით ამტკიცებ შენ, რომ ეს მოვლენა (მცირე ხალხის ენის განქარვება) არის ბუნების წესი?" - ეკითხება გაბრიელ ეპისკოპოსი მუხრანსკის, - "პირიქით, ხალხი უნდა ეცადოს ენის გავრცელებას, გამდიდრებას და არა დამარხვასა და დაკარგვას". გაბრიელი თვლიდა, რომ "ხალხის ინდივიდუალობის უმთავრესი ელემენტი" სწორედ ენაა. მშობლიურ ენას მოკლებული ყოველი ხალხი მოკლებულია ყოველგვარ ინდივიდუალურ ნიშან-თვისებას და "უსარგებლოა თავისთვისაც და სხვისთვისაც".
0