image

წმიდანის ყოფილი რაზმის ოთხი ყაჩაღი დაესხა თავს

წმიდანის ყოფილი რაზმის ოთხი ყაჩაღი დაესხა თავს

ერთხელ წმიდანის სენაკს მისი ყოფილი რაზმის ოთხი ყაჩაღი დაესხა თავს. ნეტარმა მამამ, რომელსაც უწინდელი ფიზიკური ძალა არ დაჰკარგვოდა, შებოჭა ოთხივე, მონასტერში მიიყვანა და ბერებს ჰკითხა, როგორ მოქცეოდა მათ. ძმებმა უბრძანეს, გაეთავისუფლებინა ტყვეები. ავაზაკებმა როცა შეიტყვეს, რომ თავიანთ ყოფილ წინამძღვართან მოხვდნენ, თავადაც ბერებად აღიკვეცნენ. მოსე შავის სინანულის შესახებ რომ ესმათ, დანარჩენმა ყაჩაღებმაც მიჰბაძეს მას, ხელი აიღეს უსჯულო ცხოვრებაზე და მოშურნე ბერები გახდნენ.
თემატური კითხვები
0