იხილა მშვენიერ ფრინველთა სიმრავლე
იხილა მშვენიერ ფრინველთა სიმრავლე
ერთხელ, როცა ნეტარი, ღამით, სენაკში ლოცვად დამდგარი, უფალს ავედრებდა თავის საძმოს, გაისმა ხმა: "სერგი"! გაკვირვებულმა წმიდანმა პირჯვარი გადაისახა, სარკმელი გამოაღო და თვალისმომჭრელი ნათლის ფონზე იხილა მშვენიერ ფრინველთა სიმრავლე, რომელთაც გადაეფარათ ლავრა და მისი შემოგარენი. ზეგარდმო ხმამ განაგრძო: "სერგი, ამ ფრინველებივით გაგიმრავლდება სულიერი შვილები და ამ ფრთოსანთა მშვენებასავით მრავალფერი და საკვირველი იქნება მათი სათნოებანი".