თემა:
სასწაულები
ღამით ზეგარდმო ჩაესმა ხმა, რომელიც რომში წასვლას უბრძანებდა
ღამით ზეგარდმო ჩაესმა ხმა, რომელიც რომში წასვლას უბრძანებდა
ერთხელ, ქრისტეს აღსარებისთვის საპყრობილეში გამომწყვდეულს, ღამით ზეგარდმო ჩაესმა ხმა, რომელიც რომში წასვლას უბრძანებდა, გამთენიისას კი იხილა, რომ სატუსაღოს კარები განხმულიყო და დამხობილი კერპების ნამსხვრევებიც იქვე ეყარა. რომის გზაზე კირილეს ღირსი ფილოქსენე ეჩვენა, რომელმაც ამცნო, რომ ორ - სამღვდელმთავრო და მოწამეობრივ - გვირგვინს უმზადებდა უფალი. იმპერიის დედაქალაქში ნეტარმა მამამ სახარების ქადაგებით დიდი სამსახური გაუწია ეკლესიას. შემდეგ კვლავ დაიწყო ქრისტიანთა დევნა და წმიდანმა გადაწყვიტა, იერუსალიმში წასულიყო იქაური ქრისტიანების გასამხნევებლად. წმიდა მიწისკენ მიმავალს, კვლავ ზეგარდმო ეუწყა, მისულიყო კუნძულ კრეტაზე. ისიც დაჰყვა ღვთაებრივ ნებას და კრეტის ქალაქ ჰორტინის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული.