image

აღსასრულამდე 10 დღით ადრე ნანახი ხილვა

აღსასრულამდე 10 დღით ადრე ნანახი ხილვა

წმიდა დედის აღსასრულამდე ცოტა ხნით ადრე იღუმენიამ იხილა ჩვენება: გაბრწყინებულ დარბაზში ევპრაქსიამ თაყვანი სცა საყდარზე მჯდომ, ანგელოზებით გარშემორტყმულ მეუფეს, ყოვლადწმიდა ქალწულმა კი ქრისტეს სასძლოს მისთვის განმზადებული ნათელი სამყოფელი მოახილვინა და უთხრა, რომ ათი დღის შემდეგ აქ დაივანებდა. იღუმენია და დები მწარედ ტიროდნენ - არ სურდათ ევპრაქსიასთან განშორება. თავად წმიდანიც, როცა ხილვის შესახებ შეიტყო, ატირდა, რადგან მარადისობაში გადასასვლელად თავი მოუმზადებლად მიაჩნდა. ევპრაქსიამ თავი შეუძლოდ იგრძნო, ლოგინად ჩავარდა და ათი დღის შემდეგ - ოცდაათი წლის ასაკში - მშვიდობით მიიცვალა
0