თემა:
ღვთისათვის თავგანწირვა
ერთი მხარე უკვე გამოცხვა, გადმომაბრუნეთ!
ერთი მხარე უკვე გამოცხვა, გადმომაბრუნეთ!
მარტვილი რკინის ცხაურით გავარვარებულ ნაღვერდალზე დააწვინეს. მსახურები ზემოდან აწვებოდნენ ნეტარის სხეულს და მის წამებას აძლიერებდნენ. წმიდა ლავრენტიმ მსაჯულებს მიაპყრო თვალები და თქვა: "ერთი მხარე უკვე გამოცხვა, გადმომაბრუნეთ!" შემდეგ, უკვე სულთმობრძავმა, ხმა-ჰყო: "გმადლობ, უფალო იესო ქრისტე, რამეთუ ღირს-მყავ შენს ბჭეთა შორის განსვლისა", და აღესრულა.