image

ეპისკოპოსმა მტრებს უმასპინძლდა და მოაქცია

ეპისკოპოსმა მტრებს უმასპინძლდა და მოაქცია

რამდენიმე ხნის შემდეგ მაქსიმიანემ მაინც შეიტყო, სად იმყოფებოდა ნეტარი ანთიმოზი და მის შესაპყრობად მხედართა რაზმი გაგზავნა. ეპისკოპოსი მეომრებს გზაში შეხვდა, მაგრამ მათ ვერ იცნეს იგი, წმიდანმა მთელი რაზმი ისტუმრა, კეთილად უმასპინძლა და მხოლოდ შემდეგ გაუმხილა თავისი ვინაობა. მხედრები შეწუხდნენ, სურდათ, დაეტოვებინათ მღვდელმთავარი და იმპერატორისთვის განეცხადებინათ, იგი ვერ ვიპოვეთო; მაგრამ წმიდა ანთიმოზი ამაზე არ დათანხმდა. მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ეპისკოპოსმა აიძულა ისინი, უღმრთო ხელისუფლის განკარგულება შეესრულებინათ.
0