image

ხე, რომელიც მხოლოდ თომა მოციქულმა დაძრა

ხე, რომელიც მხოლოდ თომა მოციქულმა დაძრა

მელიაპორში, ერთგან, უჩვეულო სიდიდის ხე იდო, რომლის დაძვრაც ადგილიდან არათუ ადამიანებს, ვეება სპილოებსაც კი არ შეეძლოთ. წმიდა თომამ თავისი სარტყელი მოაბა ხეს და ნახევარიოდე საათის სავალზე წაიღო, სადაც უფლის ტაძრის მშენებლობაში გამოსაყენებლად გადასცა. ამის ხილვაზე მორწმუნენი კიდევ უფრო განმტკიცდნენ, ხოლო ურწმუნოთაგან მრავალნი მოიქცნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და მოინათლნენ. წმიდა მოციქულმა აქ სხვა სასწაულიც აღასრულა, პირვანდელზე უდიდესი.
0