თემა:
სასწაულები
გამიშვით, მოკლულს ვკითხავ, ვინ მოჰკლა!
გამიშვით, მოკლულს ვკითხავ, ვინ მოჰკლა!
ერთხელ ვინმე წარმართმა ქურუმმა საკუთარი ძე მოკლა და ბრალი ამაში წმიდა მოციქულს დასდო - თომამ მომიკლა ვაჟიშვილიო.
ხალხი ძალზე აღელდა. შეყრილმა ბრბომ შეიპყრო თომა როგორც მკვლელი და ქალაქის სამსჯავროს მოსთხოვა ტანჯვა-წამებით მოეკვდინებინათ იგი. და რაკი არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც დაუდასტურებდა მის უდანაშაულობას, წმიდა მოციქულმა თომამ თავად მიმართა მსაჯულსაც და ხალხსაც შემდეგი თხოვნით:
- გევედრებით, გამიშვით! მე მივალ მოკლულთან, ვკითხავ მოკლულს და ჩემი უფლის სახელით ვათქმევინებ, თუ ვინ მოჰკლა იგი!
ყველას გაუკვირდა ეს, და დათანხმდნენ ქურუმის მოკლულ ძესთან გაჰყოლოდნენ. როცა იქ მივიდნენ, წმიდა თომამ თვალები ზეცად აღაპყრო, ილოცა და შემდეგ მოკლულს მიმართა:
- ჩემი უფლის - იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, ჭაბუკო, თქვა: ვინ მოგკლა?
და მიცვალებულმაც მაშინვე ხმა გასცა:
- მამამ ჩემმა მომკლა მე!
მაშინ ყველანი დიდად გაოცდნენ და ღაღადი იწყეს:
- დიდ არს ღმერთი, რომელსაც თომა ქადაგებს!
მოციქული გაათავისუფლეს, წარმართი ქურუმი კი, ამგვარად, თვითონ აღმოჩნდა იმ ორმოში, რომელიც თომასთვის ამოეთხარა. ამ სასწაულის შემდეგ დიდძალი ხალხი მოიქცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და წმიდა ნათელიც მიიღო მოციქულისაგან.