ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ვიმყოფებით გამოსასწორებელ ადგილას!

ვიმყოფებით გამოსასწორებელ ადგილას!

ჭეშმარიტი სამშობლოდან ვართ განდევნილები და ვიმყოფებით გამოსასწორებელ ადგილას, სადაც უფლის სწავლება სრულდება. ვინც ამ სწავლებას მიიღებს, ისევ ზეციურ, მამისეულ მემკვიდრეობას უბრუნდება და დაკარგულ ძეობას აღიდგენს, როგორც ღირსი უფლის მემკვიდრეობისა. ხოლო მას, ვინც ჩემსავით უცოდინარი დარჩება, სწავლებას არ აღიარებს და საქმით უკანონო შვილი აღმოჩნდება, განდევნიან და დასჯიან, როგორც ღვთისშვილობის უღირსს. სწორედ ძეობის აღდგენას ისახავს მიზნად უფლის სწავლება. დაე, ჩვენმა სახიერმა ღმერთმა და მამამ მათ შორის შეგვრაცხოს, ვისაც მისი შვილობის პატივი ერგო. ამინ.

თემატური კითხვები
2