ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

საერთო ყველას ერთი გვაქვს – ტკივილი

საერთო ყველას ერთი გვაქვს – ტკივილი

შვილო, ამქვეყნად ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. არიან კეთილები და ბოროტები, მდიდრები და ღარიბები, განათლებულები და გაუნათლებლები, დიდგვაროვნები და მდაბიოები, გონიერები და უგუნურები, თუმცა საერთო ყველას ერთი აქვს – ტკივილი. ყველა ადამიანი, გამონაკლისის გარეშე, ცხოვრებაში ტკივილს განიცდის. როგორც ამბობენ: „საოცრებაა, თუ ვინმეს ბედნიერად უცხოვრია“. შესაბამისად, ყველანი ტკივილის სამფლობელოში ვცხოვრობთ.
ვიცით, რომ ტკივილი თითოეული ადამიანისთვის პირადულია და მარტო უნდა გაუმკლავდეს მას. ეს მისი ჯვარია და თვითონ უნდა იტვირთოს სოფლის მხსნელი იესოს მსგავსად, რომელმაც თავისი ჯვარი ჩვენთვის იტვირთა.
მაშ, დამშვიდდი და მიენდე, შვილო, მამობრივ ხელს, რომელიც ოპერაციას ტკივილით გიკეთებს. მიიღე ეს ტკივილი, როგორც ღვთისგან გამოგზავნილი და შეურიგდი, რომ შეძლო მასთან გამკლავება.
ვიცი, ეს რა ძნელია, მაგრამ ამავე დროს – მაცხონებელი. თუ წმინდანები მწუხარების დროს ხარობდნენ, ჩვენ მოთმინებით მაინც მივიღოთ ის და ღმერთი არ დაივიწყებს მისი ნებისადმი, ანუ ტკივილისადმი ნებაყოფლობით ჩვენს უმნიშვნელო მოთმინებასაც კი.
თემატური კითხვები
0