წყარო:
მამობრივი დარიგებანი
ასე სჩვევია უფალს – ჯერ გამოცდა და შემდეგ სიყვარულის ჩვენება
ასე სჩვევია უფალს – ჯერ გამოცდა და შემდეგ სიყვარულის ჩვენება
განა იობი უმწიკვლო არ იყო? განა ეს ღმერთმა არ აღიარა? მაშინ რატომ დაუშვა ისეთი განსაცდელი, რომ მძიმე მდგომარეობამდე მისულმა თავისი გაჩენის დღე დაწყევლა? ამით, რა თქმა უნდა, ისიც ასწავლა, რომ ასე სჩვევია უფალს – ჯერ გამოცდა და შემდეგ სიყვარულის ჩვენება. ღვთის სიყვარული მხოლოდ მოფერებით კი არ გამოიხატება, არამედ სილის გაწვნითაც. თუ ზეციერი მამის ხელი გვხვდება, ამით ჩანს, რომ ვუყვარვართ.