წყარო:
მამობრივი დარიგებანი
გველი, რომლის შეხედვისთანავე დაგესლილები იკურნებოდნენ

ძველ აღთქმაში, გამოსვლათა წიგნში მოთხრობილია: როცა ისრაელის ძეები უდაბნოში ღმერთს ეურჩნენ, მან ეპიტიმიად გველები მოუვლინა. დაგესლილი ებრაელები იხოცებოდნენ. მაშინ ღმერთმა შეისმინა მოსესი, რომელიც განუწყვეტლივ ევედრებოდა, დაეცხრო ეს რისხვა; უბრძანა მას გაეკეთებინა და ძელზე ჩამოეკიდა რვალის (რიცხვ. 21, 6-9) “.
ჩვენი იესო წმინდა სახარებაში რვალის გველის ამაღლებას თავის ცხოველმყოფელ ამაღლებას ადარებს და ამბობს: „და ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოსა, ეგრეთ ჯერ-არს ამაღლებაი ძისა კაცისაი“ (იოან. 3, 14). ამრიგად, შხამიან გველში იგულისხმება ცოდვა, რომელიც ადამიანს დანაშაულებრივი და ვნებიანი სიამოვნების მეშვეობით გესლავს, უბადრუკ სულს შხამავს და მის სიკვდილსა და ღვთისგან განშორებას იწვევს.
ჩვენი ქრისტე – პატიოსანი ჯვრის ცხოველმყოფელ ძელზე მიმსჭვალული სულიერი რვალის გველი – უმაღლესი სახარებისეული ჭეშმარიტებით სხვადასხვა ცოდვისგან დაგესლილ სულებს განკურნავს და მათ მიუწვდომელი ცხოვრების ცოცხალ იმედს ანიჭებს. „სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?” (1 კორ. 15, 55) ჩვენი სულების მხსნელის – უფალ იესოს სიკვდილითა და აღდგომით შენი საშინელი მტარვალი ძალები მოისპო, გაქრა, უმოქმედო და უსიცოცხლო შეიქნა.