
წყარო:
მამობრივი დარიგებანი
მოძღვრის მიმართ ბოროტი გულისსიტყვები
მოძღვრის მიმართ ბოროტი გულისსიტყვები
ჩემი ნუ შეგრცხვება. ყველაფერი მითხარი არა როგორც ადამიანს, არამედ როგორც ღვთის წარმოგზავნილს, თუნდაც გულისსიტყვა ჩემს საწინააღმდეგოს გეუბნებოდეს. ეშმაკის ზემოქმედების გამოცდილება მაქვს და ვიცი, როგორ ებრძვის ადამიანს ბოროტი. ჩემს სულიერ შვილებს უბრალო გული აქვთ და თუ მათ ბოროტი გულისსიტყვები მოსდით, ამაში ეშმაკის ვერაგობა და შვილის ეგოიზმია დამნაშავე; მოძღვრის მიმართ ბოროტ გულისსიტყვებს ღმერთი იმიტომ უშვებს, რომ სულიერი შვილი უფრო მეტად დამდაბლდეს.