წყარო:
მამობრივი დარიგებანი
მიეცი მას, რასაც გთხოვს და მსაჯულისკენ მიმავალ გზას ასცდები
მიეცი მას, რასაც გთხოვს და მსაჯულისკენ მიმავალ გზას ასცდები
ნუ მიუშვებ, სინდისმა დიდხანს გამხილოს, არამედ რასაც გთხოვს, სასწრაფოდ მიეცი, რომ მსაჯულთან და საპყრობილეში არ წაგიყვანოს (მათ. 5, 25). ითხოვს სინდისი, ლოცვას დაუბრუნდე და კანონი შეასრულო? მიეცი მას, რასაც გთხოვს და მსაჯულისკენ მიმავალ გზას ასცდები. სინდისის მაცხონებელ ხმას მის მიმართ უყურადღებობით ნუ დააუძლურებ, რადგან შემდგომში დანანება უსარგებლო იქნება.