
წყარო:
მამობრივი დარიგებანი
ანგელოზები უშრომლად არიან უბიწონი, რადგან ეს მათი ბუნებაა, ქალწული კი ბუნებაზე აღმატებულ გზას
ანგელოზები უშრომლად არიან უბიწონი, რადგან ეს მათი ბუნებაა, ქალწული კი ბუნებაზე აღმატებულ გზას ადგება; არა მარტო იმისთვის იღვწის, რომ ბუნებას სხვა მიმართულება მისცეს, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე მუდმივად იბრძვის და ძალისხმევას არ იშურებს საშინელი დემონების წინააღმდეგ; დემონები საზარელ კბილებს აღრჭიალებენ, რომ ის უფლისკენ მიმავალ გზას ააცდინონ, ანუ ქრისტეს წმინდა სასძლო ღვთის სიყვარულს განაშორონ და ვნებიანი ტკბობის წუმპის მთქვლეფავი ღორის მსგავს პირუტყვად აქციონ.