ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

განა ყოველივე მტვრად და ნაცრად არ იქცევა?

განა ყოველივე მტვრად და ნაცრად არ იქცევა?

რა არის ღმერთზე უტკბესი! განა ამაო არაა ყოველივე კაცობრივი? განა საფლავის მიწა არ ფარავს ყველაფერს? სად არის ახალგაზრდობა, სად არის მშვენიერება, სად არის დიდება და სიმდიდრე? ვინ იყო მეფე და ვინ მეომარი, ვინ მდიდარი და ვინ გლახაკი? განა მხოლოდ ძვლებს არ ვხედავთ? სად გაქრა მეფეთა სასახლეები, მდიდართა ფუფუნება, გემოთმოყვარეთა მდიდრული ნადიმი და ლხინი? სად არის უზნეოთა სიამოვნებით განცხრომა? განა მატლმა და სიმყრალემ არ შთანთქა ისინი? ჭეშმარიტად „ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაო!" (ეკლ. 1, 2).
თემატური კითხვები
0