წყარო:
მამობრივი დარიგებანი
როცა სულიერი მოძღვრის მორჩილებაში არ ხართ და მას ამწუხრებთ, მაშინ უფალიც დამწუხრებულია. ქრისტემ
როცა სულიერი მოძღვრის მორჩილებაში არ ხართ და მას ამწუხრებთ, მაშინ უფალიც დამწუხრებულია. ქრისტემ წმინდა მორჩილების დიდებულება საქმით გვიჩვენა, რადგან მამის მორჩილებით თავი მსხვერპლად გაიღო: „ამისთვისცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა და მიანიჭა მას სახელი უზესთაესი უფროის ყოველთა სახელთასა" (ფილიპ. 2, 9). მართლაც, სრული მორჩილი ცათა სასუფეველში ზეციური დიდების ორმაგ გვირგვინს მიიღებს და ძეობის უმაღლესი სახელის წოდების ღირსი გახდება, რომელსაც ანგელოზებიც თაყვანს სცემენ.