ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

მონაზონმა კურთხევის გარეშე სალათის ფურცელი შეჭამა

მონაზონმა კურთხევის გარეშე სალათის ფურცელი შეჭამა

გერონტიკონში წერია, რომ ერთ დედათა მონასტერში მონაზონმა ბოსტანში კურთხევის გარეშე სალათის ფურცელი შეჭამა და მასში ეშმაკი შევიდა. მაშინვე მისი ქცევა ეშმაკეულისა გახდა. დასახმარებლად მოძღვარს უხმეს. ბერმა შერისხა ეშმაკი და ჰკითხა: „რატომ შეხვედი ამ მონაზონში?“ – „რა ჩემი ბრალია, – პასუხობს ეშმაკი, – სალათის ფურცელზე ვიჯექი, მან კი შემჭამა!“

ამ მონაზონში ფიზიკურად შევიდა ეშმაკი. მაგრამ ის ჩვენში სხვაგვარად შემოდის, როცა საკუთარ ნებას აღვასრულებთ, საკუთარი სურვილებით ვცხოვრობთ და უგულებელვყოფთ დანაშაულის გრძნობას, რომელიც ამ დროს ჩნდება; მაშინ ეშმაკი ჩვენზე ბატონობას იწყებს, ძალაუფლებას მოიპოვებს და მუდმივად გვიბიძგებს ცოდვისკენ. შემდეგ ეს ჩვევად გვექცევა და უარესია, რადგან იმ ეშმაკმა თავი გამოააშკარავა, საბოლოოდ კი ბერის ლოცვით განიდევნა და მონაზონი განიკურნა. ხოლო როცა დაცემა მუდმივ ხასიათს იძენს, ბოროტი ჩვენთან რჩება და ეს მდგომარეობა სწორედ ამიტომ არის უარესი.

თემატური კითხვები
2