ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ვიფხიზლოთ, შვილებო, ვაიძულოთ თავი. რას ვუცდით? აღსასრული გვიახლოვდება და შეშფოთება გველის. რაღა

ვიფხიზლოთ, შვილებო, ვაიძულოთ თავი. რას ვუცდით? აღსასრული გვიახლოვდება და შეშფოთება გველის. რაღა გვიშველის? ახლანდელი თავის იძულება მოვალეობათა შესრულებისას, სათნოებების შეძენა; სულიერ მშობლებთან ერთობა კი იმ დიდ გასაჭირში განსაკუთრებით შეგვეწევა. ერთობას მაშინ მივაღწევთ, თუკი ჩვენი ცხოვრებით სათნოვეყოფით მათ. თუ ჩვენი ურჩობისა და განკითხვის გამო მოძღვრისგან სულიერად დაცილებულნი ვიქნებით, სიკვდილის ჟამს დემონებისგან როგორღა დავიცავთ თავს? მისი წმინდა ლოცვის მფარველობის გარეშე იესო ქრისტეს წინაშე როგორ წარვდგებით? საზვერეების გავლისას ვისი ლოცვები გვიხსნის? წინამძღვრის? მაგრამ მისი ლოცვაკურთხევა ხომ ვეღარ დაგვიფარავს, ვერ შეგვეწევა ჩვენს გასაჭირში, რადგან ცხოვრებაში მას ვამწარებდით.
თემატური კითხვები
0