წყარო:
მამობრივი დარიგებანი
უსინდისობის მაგალითები - ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
უსინდისობის მაგალითები - ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
როცა ხედავ რაიმე საგანს, რომელიც იწვის, ნადგურდება და არ მიხედავ, უსინდისობაა. როცა სამოსელი გეხევა, შენ კი მიუშვებ, ბოლომდე რომ გაფუჭდეს, უსინდისობაა.
როცა შეგიძლია იმუშაო, შენ კი აქეთ-იქით დაყიალობ, ესეც უსინდისობაა. როცა საჭმელს აამჟავებ და გადაყრი, უსინდისობაა, რადგან უნდა გეზრუნა, ის ამჟავებამდე შეჭმულიყო. მაშასადამე, უსინდისობაა, რა სახითაც უნდა შესცოდოს ადამიანმა ნივთიერი საგნების მიმართ და უსინდისობაა ღვთის შეურაცხყოფა ნებისმიერი გზით.