
წყარო:
მამობრივი დარიგებანი
ვინ იცის, რა შემიშლის ხელს!
ვინ იცის, რა შემიშლის ხელს!
ღამითაც ასევე ვიფიქროთ, რომ იგი ჩვენთვის უკანასკნელი იქნება, საწოლი საფლავად გვექცევა! როგორ გავივლი საზვერეებს? – დაფიქრდეს თითოეული. შევძლებ კი მათ გავლას? როგორ შევხედავ მართალი მსაჯულის მკაცრ სახეს? როგორ მოვისმენ მის შემზარავ და მამხილებელ ხმას? რა ძრწოლა მომიცავს, სანამ საუკუნო განაჩენს შევიტყობ! და თუ წარვწყმდი! და სამართლიანადაც, ვაი, ჩემს უბადრუკ სულს. ეშმაკებთან ერთად წარწყმედილი წყვდიადსა და სიმყრალეში როგორ შევძლებ დავითმინო სატანჯველი? არც სინათლე, აღარც ნუგეში, მხოლოდ ეშმაკების ცქერა და სხვა არაფერი!