წყარო:
მამობრივი დარიგებანი
გონებას სახეტიალოდ ნუ მიუშვებ
გონებას სახეტიალოდ ნუ მიუშვებ
სენაკში ყოფნისას გახსოვდეს სიკვდილი. გონებას სახეტიალოდ ნუ მიუშვებ, არამედ მოიკრიბე იგი. იფიქრე გვამზე, როგორ იწყებს სხეული გაცივებას, შეცვლას და როგორ ამოდის მისგან სული. როგორ ბრძოლას გადის სული, რომელიც ხორცს ეყრება, როგორ ტირის, როგორ ოხრავს, როგორ ნანობს! „ანგელოსთა მიმართ მიჰხედავნ და ურგებად ევედრებინ; კაცთა მიმართ ხელთა განმარტებნ და არავინ არს შემწე მისსა".