ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ზეაღმავალი სული, რომელსაც ბოროტი სულების მჭიდრო რიგები ხვდება, თრთის თავისი სრულიად დავიწყებული

ზეაღმავალი სული, რომელსაც ბოროტი სულების მჭიდრო რიგები ხვდება, თრთის თავისი სრულიად დავიწყებული ცოდვების ეშმაკთა მიერ გაცხადებისას და გაოგნებული ელის, რა მოხდება. ერთი საზვერიდან მეორეში გადადის და თითოეულში პასუხს აგებს და ასეა ბოლო საზვერემდე. როცა ყველას გაივლის და დამნაშავე არ აღმოჩნდება, მაშინ, მამათა თანახმად, იესო ქრისტეს მიეახლება თაყვანისსაცემად. მაგრამ თუ რომელიმე ვნებაში დამნაშავე და ბრალეული აღმოჩნდა, მაშინ იქიდან ჯოჯოხეთში დაინთქმება!
0