წყარო:
მამობრივი დარიგებანი
როგორ გავუძლო სატანჯველს, რომელიც მელის!
როგორ გავუძლო სატანჯველს, რომელიც მელის!
მზის ჩასვლის შემდეგ მარტო ვრჩები ჩემს სენაკში. ვცდილობ, გონება მოვიკრიბო საკუთარ თავში და ქრისტესკენ მივმართო. ჩვეულებრივ, ვტირი ჩემი მრავალი ცოდვის გამო. ვფიქრობ, რა მელოდება მე – ტვირთმძიმეს, მოუსყიდველ სამსჯავროზე, სადაც პირი დამეხშობა და ვერ შევძლებ პასუხის გაცემას, რადგან ვიცი, ნამდვილი სიკეთე არ მიკეთებია, ვერც გავაკეთებ მთელი ცხოვრების მანძილზე.
რა მომივა, ოჰ, ჩემო ქრისტესმიერ საყვარელო შვილო! ვაიმე, საუკუნო ცეცხლის მსხვერპლს! ვძრწი, როცა საუკუნო სასჯელსა და ღვთაებრივი ნათლის დაკარგვაზე ვფიქრობ. როგორ ვიცოცხლებ მე, უბადრუკი, ქრისტესა და ნათლის გარეშე?!