წყარო:
მამობრივი დარიგებანი
თემა:
ამპარტავნება, ქედმაღლობა
რატომ დაეცა ლუციფერი? ამპარტავნების გულისსიტყვისგან. ასე არ არის?! მისი უბედურება ჩვენთვის
რატომ დაეცა ლუციფერი? ამპარტავნების გულისსიტყვისგან. ასე არ არის?! მისი უბედურება ჩვენთვის გაკვეთილად უნდა იქცეს, რადგან ადამიანი გამოცდილებას და სიფრთხილეს არა მარტო თავისი ცხოვრებით, არამედ სხვისი ჭირის შემყურეც იძენს. რატომ დაეცნენ დიდი ასკეტები, რომლებიც ყველაფრის უარყოფამდე, ეშმაკეულობამდე მივიდნენ და მონაზვნობის საზოგადო განქიქებისთვის ერში დაბრუნდნენ? იმიტომ, რომ თავი სხვებზე უკეთესი და სათნო ეგონათ, მიაჩნდათ, რომ რაღაცას აკეთებდნენ.