წყარო:
მამობრივი დარიგებანი
თუ ვნებებს გულმოდგინებით არ აღუდექი წინ
თუ ვნებებს გულმოდგინებით არ აღუდექი წინ
ნუ ასაზრდოებ ვნებებს დათმობით, რომ ტკივილისა და მწუხარების დათმენა არ მოგიხდეს! ახლა, რამდენადაც შეგიძლია, გაისარჯე. თუ ვნებებს გულმოდგინებით არ აღუდექი წინ, დროთა განმავლობაში მეორე ბუნების ადგილს დაიკავებენ, მერე სცადე და გაუმკლავდი მათ. და თუკი ახლა, ჩვენი რჩევით, მათ წესისამებრ შეებრძოლები, გათავისუფლდები და ღვთის მადლით, თავს ბედნიერად იგრძნობ.