წყარო:
მამობრივი დარიგებანი
შენს პირველ წერილში მწერ, რომ დავით მეფსალმუნე ამბობს: არა ვსცე შერყევაი მართალსა (ფსალმ. 54, 22).
შენს პირველ წერილში მწერ, რომ დავით მეფსალმუნე ამბობს: „არა ვსცე შერყევაი მართალსა“ (ფსალმ. 54, 22). აქ იგულისხმება ქარიშხალი, რომელიც მართალს სავალალო შედეგს კი არ მოუტანს, არამედ ეს იქნება სიყვარულით გამოცდა, რომ მართალმა მხსნელ ნაპირს მშვიდობით მიაღწიოს და კეთილი აღსასრული ჰქონდეს. მართალთა სულები ამ ღვთაებრივ ქარიშხალში არა მხოლოდ გადარჩებიან, არამედ სრულყოფილებიც გახდებიან. ეს ქარიშხლები რომ არა, ვერავინ ცხონდებოდა.