წყარო:
მამობრივი დარიგებანი
ახლა თესავ; მკის დროც მოვა
ახლა თესავ; მკის დროც მოვა
იტვირთე, შვილო, ძმების სიმძიმე, ღმერთი თითოეულს სამართლიანად მისცემს სანაცვლოს. მოვა დრო და ნახავ, რამდენს მოგაგებს უფალი მრავალი სულისთვის გაწეული შრომის სანაცვლოდ. ამ სოფელში იშრომე, ყველას დაეხმარე და ღვთის შეწევნა არასოდეს მოგაკლდება. ახლა თესავ; მკის დროც მოვა.