წყარო:
მამობრივი დარიგებანი
უნდა გამოვასწოროთ უსამართლო მოყვასი, თუ მოვითმინოთ?
უნდა გამოვასწოროთ უსამართლო მოყვასი, თუ მოვითმინოთ?
უფლისმიერო ძმაო..., შენს შეკითხვაზე – უნდა გამოვასწოროთ უმადური, უსამართლო მოყვასი, თუ სასყიდლის გამო მოვითმინოთ, გპასუხობ: თუ თვლი, რომ შენი დარიგება და მითითება ძმისთვის სასარგებლოა, ამის გაკეთება გვმართებს. უდიდესი სათნოების – სიყვარულის – აღსრულებით საკუთარ სარგებელს ძმისა უნდა ვამჯობინოთ. ხოლო თუ თვლი, რომ დარიგება ყოვლად უსარგებლო იქნება, მაშინ საკუთარი სარგებლის არჩევით დაითმინე უმადურობა და უსამართლობა.