ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ვისი სიყვარულისთვის იტანჯებით? თავი საფრთხეში ჩაიგდეთ თქვენი დების გამო – ვისი სიყვარულისთვის?

ვისი სიყვარულისთვის იტანჯებით? თავი საფრთხეში ჩაიგდეთ თქვენი დების გამო – ვისი სიყვარულისთვის? სიყვარულის გამო ვისი მცნების აღმასრულებლები გახდით? მიპასუხებთ: „ჩვენი ქრისტეს სიყვარულისთვის, ვისზეც იმედს ვამყარებთ, რომ მისი ძალით ყველაფერს კეთილი დასასრული ექნება“.
კარგი, ძალიან კარგი. რადგან ქრისტე თავად ის არის, ვინც თმის თითოეულ ღერს აღრაცხავს. გვგონია, რომ მისი ნება-სურვილის გარეშე რაიმე მოხდება? და თუკი ღვთის განგება გვიცავს, რამ უნდა შეგვაშინოს? უფრო მეტად მისი გვეშინოდეს, ვისაც შეუძლია გეენიის ცეცხლში ჩაგვაგდოს ჩვენი ცოდვების გამო.
თემატური კითხვები
0