წყარო:
მამობრივი დარიგებანი
იესოს სახელოვანი მონობისთვის ყველაფერი აიტანე
იესოს სახელოვანი მონობისთვის ყველაფერი აიტანე
ყველაფერი ისე მოითმინე, შვილო, როგორც ქრისტესთვის გაყიდულმა მონამ, რომელსაც კიცხავენ, უდიერად ეპყრობიან, არაფრად აგდებენ და როგორ აღარ ამცირებენ, ის კი ყველაფერს ითმენს, რადგან თავისუფლება არ აქვს. შენც ასე იფიქრე საკუთარ თავზე, შვილო. იესოს სახელოვანი მონობისთვის ყველაფერი უნდა აიტანო, რომ ქრისტემ ზეციურ იერუსალიმში საუკუნო თავისუფლება მოგანიჭოს.