წყარო:
სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) [გვ. 148]
თემა:
ღმერთი
1. რადგან არაერთგზის მოისურვეთ იმის გაგება, რჯული როგორ არის სულიერი, თანახმად მოციქულისა (რომ.
1. რადგან არაერთგზის მოისურვეთ იმის გაგება, რჯული როგორ არის სულიერი, თანახმად მოციქულისა (რომ. 7.14), ანთუ რა არის მისი დაცვის მოსურნეთა ცოდნა და საქმე, ამის შესახებ ძალისამებრ ვიტყვით: უპირველესად - იმას, რომ ღმერთი ვუწყით ყოველი სიკეთის დასაბამად, შუალედად და დასასრულად. ამასთან, შეუძლებელია სიკეთის აღსრულება ანდა მისი რწმენა, თუ არა - ქრისტეს იესოს და სულიწმინდის მიერ.
|