წყარო:
მამობრივი დარიგებანი
თვალებმა სულიერი ციხე-სიმაგრეები დასცა და დაღუპა
თვალებმა სულიერი ციხე-სიმაგრეები დასცა და დაღუპა
შვილო, გრძნობის ორგანოები – საცნობელნი დაიცავი, განსაკუთრებით კი თვალი. ის რვაფეხას საცეცებივით ყველაფერს იჭერს, რაც მის წინ მოძრაობს, ყველაზე ადვილად კი ცოდვის ნანადირევს მიიტაცებს. თვალებმა სულიერი ციხე-სიმაგრეები დასცა და დაღუპა. დავითმა თვალის გაუფრთხილებლობის გამო მკვლელობა და მრუშობა ჩაიდინა მიუხედავად იმისა, რომ ღვთის დიდი წინასწარმეტყველი იყო, მადლითა და წინასწარჭვრეტის უნარით დაჯილდოებული.