წყარო:
მამობრივი დარიგებანი
ამას ეწოდება სიმდაბლე! - ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
ამას ეწოდება სიმდაბლე! - ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
შვილო, როცა მდუმარებ და ყურადღებით ამბობ ლოცვას, ანუ როცა გონება ლოცვისკენაა მიპყრობილი და სხვა არაფერზე ფიქრობს, მაშინ ის თანდათან იესოს სიტკბოებას მიუახლოვდება. ამისთვის დიდად დაგეხმარება გამუდმებით თავის დამდაბლება. ყოველთვის გაკიცხე საკუთარი თავი და ნურასოდეს გაამართლებ. ნებისმიერ საკითხში და ყოველი განსაცდელის დროს შენი ძმა გაამართლე და თქვი, რომ მუდამ შენ ცდები. ამას ეწოდება სიმდაბლე.