ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

საუკუნო დიდება უჭკნობი და მარადიულია

საუკუნო დიდება უჭკნობი და მარადიულია

შვილო, ღვთაებრივ ციხე-სიმაგრეთა დასაცავად იესოს ლოცვით შეიარაღებულმა იბრძოლე, რადგან მებრძოლს ზეციურ იერუსალიმში ზეთისხილის რტოსგან დაწნული გვირგვინით კი არ შეამკობენ, არამედ საუკუნო დიდების უჭკნობი გვირგვინით!
ღირს ამისთვის ბრძოლა, რადგან ის დიდება უჭკნობი და მარადიულია, ხოლო წარმავალი ჯილდოებისთვის მოასპარეზე მძლეოსანთა დიდება ხანმოკლე და ამაოა! ამიტომ ბრძოლის დროს მსხვერპლი უნდა გავიღოთ, ნაკლულევანება დავითმინოთ, რომ ჩვენ, უბადრუკთა მიერაც იდიდოს ღვთის წმინდა სახელი.
თემატური კითხვები
0