ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ჩვენ, მონაზვნებმა, ლოცვაში უდებება არ უნდა გამოვიჩინოთ. ერში ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ქალები,

ჩვენ, მონაზვნებმა, ლოცვაში უდებება არ უნდა გამოვიჩინოთ. ერში ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ქალები, გულმოდგინედ არიან დაკავებულნი ლოცვის ღვაწლით; მიუხედავად იმისა, რომ ჰყავთ შვილები, აქვთ საზრუნავი, სამსახური და კიდევ უამრავი სხვადასხვა მოვალეობა, მაინც პოულობენ დროს ლოცვისა და ღვთის სახელის შემეცნებისთვის.
რაღა გვეთქმის ჩვენ, როცა ღმერთმა ასეთი თავისუფლება და უზრუნველობა მოგვანიჭა? რა გვეთქმის, როცა ვზარმაცობთ და ისე უნიათოდ ვლოცულობთ, რომ ეს უსუსური ლოცვა ცოდვისა და ვნებების სნეულებას ჩვენი გასრესისა და დასნებოვნების უფლებას აძლევს?
თემატური კითხვები
0