წყარო:
მამობრივი დარიგებანი
სულითა მდუღარე იყვენით, – ამბობს მოციქული, – უფალსა ჰმონებდით (რომ. 12, 11). ეს მხურვალება იზიდავს
„სულითა მდუღარე იყვენით, – ამბობს მოციქული, – უფალსა ჰმონებდით" (რომ. 12, 11). ეს მხურვალება იზიდავს და მლოცველში აჩერებს მადლს, რომელიც მასში სინათლედ, სიხარულად და გამოუთქმელ ნუგეშად იქცევა, ეშმაკებისთვის კი – ცეცხლად, სიმწარედ და მდევნელად. როცა მადლი მოვა, ის გაფანტულ გონებას მოკრებს, მზაკვარი და უწმინდური გულისსიტყვებისგან განკურნავს და უფლის ხსენებით დაატკბობს მას.