თემა: სულიერი მღვიძარება
19. მღვიძარება, ლოცვა და მოახლოებულ განსაცდელთა დათმენა ესაა სწორედ ის შემუსვრილობა, გულისთვის რომ უვნებელია და სასარგებლო, მხოლოდ თუ ანგარების შედეგად არ განვკვეთთ მათ თანაშერთულობას (იგულისხმება, რომ ზემორე სათნოებანი ურთიერთგანზავებულია და ანგარების შედეგად მათი განყოფა სპობს მათ), რადგან ამათში დამკვიდრებული დანარჩენებშიც (სხვა სათნოებებშიც) შემწეობას მიიღებს; ხოლო ის, ვინც აღნიშნულთ უგულებელყოფს და დაანაწევრებს, მიცვალების ჟამს გაუსაძლისად დაიტანჯება.