ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

მხოლოდ შენ ხარ ჩემთვის ნათელი და სიცოცხლე!

მხოლოდ შენ ხარ ჩემთვის ნათელი და სიცოცხლე!

როცა შენში ქრისტე ცოცხლობს, ნურაფრის გეშინია. დიდი სიმდაბლეა საჭირო იმისთვის, რომ შენში ქრისტემ დაივანოს და იცხოვროს. გონებით დაიჩოქე მის უხრწნელ ფეხებთან და იტირე: „ჩემო იესო, ამ მდაბალ ცხოვრებაში მხოლოდ შენ ხარ ჩემთვის ნათელი და სიცოცხლე. მიჩვენე შენი სულიერი მშვენიერება, რომ ღვთაებრივი სიყვარულით აღვივსო, მივდიო შენს კეთილსურნელებას და ვიღაღადო: „მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენე შენი" (ფსალმ. 62, 8). ოჰ, ჩემო იესო, ოდეს მოვიდე და ვეჩუენო პირსა შენსა?“ (ფსალმ. 41, 2). ჩემი სულის ნათელო, როდის გიხილავ, რომ ნათლით აღვსილმა ვთქვა: „ჰოი სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისა!" (რომ. 11, 33).

თემატური კითხვები
2