წყარო:
მამობრივი დარიგებანი
ადამიანი გახდა, რომ ჩვენ მადლის მიერ ღმერთებად გვაქციოს
ადამიანი გახდა, რომ ჩვენ მადლის მიერ ღმერთებად გვაქციოს
სიტყვა ხორციელ იქმნა. რა დიდებულება იმალება ამაში! ღმერთი ადამიანი გახდა, ზეციდან ჩამოვიდა. უხორცო ღმერთი, უსაზღვრო, მიუწვდომელი სული მოვიდა, ადამიანური ბუნებით დაემკვიდრა, რომ მონადქცეულს ადამიანი გამოეხსნა და მონობისგან გავეთავისუფლებინეთ. ადამიანი გახდა, რომ ჩვენ მადლის მიერ ღმერთებად გვაქციოს, „ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი!" (ფსალმ. 81, 6).